Friday, June 28, 2013

28.06.2013 - ტრენინგების პირველი დღე

დღევანდელმა ტრენინგმა საინტერესოდ და დატვირთული რეჟიმით ჩაიარა.
ტრენინგის მიმდინარეობა ჩვეული თანმიმდევრობით წარიმართა.
თავდაპირველად, გავეცანით ერთმანეთს.
შემდეგ გაგვაცნეს პროგრამის მიზნები, განისაზღვრა მონაწილეთა საჭიროებები.
შევქმენით საქაღალდე, სადაც განთავსდება ტრენინგის განმავლობაში შექმნილი დოკუმენტაცია.
განვიხილეთ პროექტის ზოგიერთი ნიმუში.
შევასრულეთ სავარჯიშოები.
ვიმსჯელეთ, თუ რატომ არის ეფექტური პროექტზე დაფუძნებული სწავლება.
პირადად მე, დამამახსოვრდა სავარჯიშო, რომელშიც მოცემული იყო შესავსები ცხრილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვების შესახებ.
მომეწონა, მაგრამ ასეთ სიცხეში ტრენინგი ხანგრძლივად მომეჩვენა :)

No comments:

Post a Comment